კომაროვის სკოლაში ეკონომიკის მასტერკლასი ჩატარდა
- 15 აპრილი, 2022
კომაროვის სკოლაში ეკონომიკის მასწავლებელმა შოთა ქათამაძემ მოსწავლეებს პერსონალურ ფინანსებთან დაკავშირებული ლექცია ჩაუტარა, რომლის მიზანი მოსწავლისთვის საბაზო ფინანსური ტერმინების გაცნობა და ეკონომიკის ცოდნის გაღრმავებაა.
ლექცია ასევე მოიცავდა როლურ თამაშს. ბარტერულ სქემაში მონაწილეობის გამოცდილებით მოსწავლეებმა უფრო ცხადად დაინახეს მოლაპარაკების და მონეტარული სისტემის მნიშვნელობა.
აღნიშნული პროექტი ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის FirmEdu - ფირმედუ-სთან თანამშრომლობით. ასევე, American Councils for International Education Georgia-სა და FLEX Alumni Global Youth Service Day Matching Grants Program-ის ჩართულობით.
კომაროვის სკოლა მომავალშიც უმასპინძლებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას.